შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2021 წლის განმავლობაში საჭირო ნიღბების (პირბადეების), კოსნოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვის მიზნით, ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 23 ივლისისა, წარმოადგინოთ თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნა შესასყიდი ნიღბების შესახებ, მოცემული ცხრილის სახით (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული).
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 32 2 242 248 შიდა: 39
ნინო გამრეკელი 598 380 780; სალომე ძოძუაშვილი 598 26 52 54
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების აუცილებლობის გათვალისწინებითა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის დაცვით, აგრეთვე, „2020-2021 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2394 განკარგულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, სატელევიზიო არხების თანხმობისა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით (იხ. ოქმები NCON200000162-5; NCON200000163-5; NCON200000164-6), სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2020-2021 წლების კონსოლიდირებული ტენდერების (CON200000162; CON200000163; CON200000164) ფარგლებში მომსახურების ვადა გაგრძელდა 2022 წლის ახალი კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 2021 წლის განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გასაფორმებლად მიმართოთ წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერებში (CON200000162; CON200000163; CON200000164) გამარჯვებულ მიმწოდებლებს.
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სატენდერო კომისიის 2021 წლის 27 აპრილის NCON200000162-4 და NCON200000164-5 სხდომის ოქმებში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2020-2021 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON200000164) ფარგლებში მომსახურების გაგრძელებული ვადის განმავლობაში (15.07.2021 – 15.01.2022) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ კვლავ ვეღარ განახორციელებს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას.
იხილეთ მიბმული ფაილები
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხსენებული დოკუმენტი განსაზღვრავს ელექტრონული ტენდერის განხორციელებამდე გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებს. მითითებული რეკომენდაციებით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელება მნიშვნელოვანია ელექტრონული ტენდერის წარმატებით ჩატარების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციისა და ბიზნეს წრეების ინტერესების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
შემსყიდველ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაცია, რათა მიღწეულ იქნეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნები და უზრუნველყოფილ იქნას ელექტრონული ტენდერის წარმატებით განხორციელება.
გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ფიჭური სატელეფონო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების აუცილებლობის გათვალისწინებით, „2018-2019 წლების განმავლობაში ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N225 განკარგულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით (იხ. ოქმი N9) 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON170000115) ფარგლებში მომსახურების გაწევის ვადა გაგრძელდა 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე ან/და გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებისა და პორტირების პროცედურების დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, დროულად მიმართოთ გამარჯვებულ მობილურ ოპერატორებს ხელშეკრულებების გაფორმების, ან/და მიმდინარე ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით.
ტრენინგი “სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსი“ სახელმწიფო უწყებების შესყიდვების სპეციალისტებისათვის
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრი ტრენინგებს „სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსი“ აგრძელებს მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია და ამავდროულად დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ ნომრებზე:
http://procurement.gov.ge/TrainingCenter/training/registration.aspx
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 577 570 577 თინათინ ალენი
555 20 02 53 ნათია ბედენაშვილი
ელ.ფოსტა: training.center@spa.ge
შემსყიდველ ორგანიზაციებს
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი 2021 წლის სექტემბრიდან იწყებს დისტანციური ტრენინგების ახალ ციკლს, რომლის განხორციელება სრულად დამოკიდებულია შემსყიდველ ორგანიზაციებზე და მათში მომუშავე შესყიდვების სპეციალისტების აქტიურობაზე. ეს სპეციალიზებული ტრენინგები დაიგეგმება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე.
პირველ ეტაპზე სავალდებულოა აქტუალური საკითხების კითხვების სახით მოწოდება სასწავლო ცენტრისთვის, რის საფუძველზეც მოხდება ჯგუფების დაკომპლექტება. აუცილებელია თითოეული თემის/საკითხის ტრენინგზე შეგროვდეს 10 დაინტერესებული სპეციალისტი.
ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.
ველით თქვენს გამოხმაურებას!
ტელ: 577 570 577 თინათინ ალენი
555 20 02 53 ნათია ბედენაშვილი
577 24 44 28 ნინო ჭავჭავაძე
ელ.ფოსტა: training.center@spa.ge
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების გეგმაზომიერად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზრუნველყონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესისათვის თადარიგის დროული დაჭერა, მისი გონივრული დაგეგმარება, რათა სატენდერო პროცედურების გამოყენებით განახორციელონ სახელმწიფო შესყიდვები.
რაც შეეხება ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთისა და პრევენციისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს, სატენდერო პროცედურების გარეშე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შესყიდვები.
შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ზემოაღნიშნულის იგნორირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად თანხმობის მიღების მიზნით მომართვისას, სააგენტოს მიერ არ იქნება გაცემული თანხმობა გამარტივებული შესყიდვების განხორციელებაზე, ხოლო, პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე მთლიანად დაეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციებს.